საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.03.2019
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები ადმინისტრაციულ (2018 # 12) და სისხლის სამართლის საქმეებზე (2018 # 10-12).
ადმინისტრაციულ საქმეებზე კრებულის თემაა ადმინისტრაციული პროცესი, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: მხარეები, სარჩელის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების აღსრულება, გადაწყვეტილების განმარტება, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოცემულ კრებულში თავმოყრილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საპროცესო შეთანხმების, გამამტყუნებელ და გამამართლებელ განაჩენის დადგენასთან, ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხები.
იხილეთ:
2018 წლის # 12 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე
2018 წლის # 10-12 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა