საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.02.2019
უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ახალი კრებულები (2018 # 11) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
სამოქალაქო საქმეებზე # 11 კრებული სამოქალაქო პროცესის საკითხებს ეძღვნება და მასში გაერთიანებულია გადაწყვეტილებები შემდეგ თემებთან დაკავშირებით: უწყებრივი ქვემდებარეობა, საპროცესო ხარჯები, საპროცესო შეტყობინება და დაბარება, მესამე პირები, წარმომადგენლობა სასამართლოში, საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად და საქმის წარმოების განახლება.
ადმინისტრაციულ საქმეებზე # 11 კრებულში კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავებია თავმოყრილი.
იხილეთ:
2018 წლის # 11 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე
2018 წლის # 11 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა