საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 20.04.2012
2012 წლის 20 აპრილს უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო კონფერენცია „შეჯიბრებითობის პრინციპი სისხლის სამართლის პროცესში“ ჩატარდა.
უზენაესი სასამართლოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და სტუდენტები.
აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს როგორც სამეცნიერო წრეებში შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ დისკუსიას, ასევე, მართლმსაჯულების ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების ფართო ფენებში.
2012 წლის მაისიდან სასამართლო ხელისუფლება შეჯიბრებითობის თემის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. აღნიშნული კონფერენციაც ამ აქტივობის ფარგლებში გაიმართა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა