საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 30.03.2011
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 სექტემბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ორგანოების მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
ი/მ "გურამ ბაქანიძის" მოთხოვნები შეეხებოდა საწარმოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული თანხების კანონიერების საკითხს.
საგადასახადო ორგანომ იმ მოტივზე მითითებით, რომ ი/მეწარმესთან ინახებოდა აღურიცხავი საქონელი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იყო საბუღალტრო დოკუმენტაციაში ნაჩვენები, გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია და ი/მეწარმეს დაარიცხა დამატებითი თანხები.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე არ იკვეთებოდა ი/ მეწარმის მხრიდან საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც ქმნიდა იმის საფუძველს, რომ საგადასახადო ორგანოების მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო უკანონო, არ იყო სათანადო წესით შესწავლილი და გამოკვლეული, რის გამოც ისინი ეწინააღმდეგებოდა როგორც საგადასახადო კოდექსის, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა