საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.12.2018
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების მიერ მომზადდა და გამოიცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები (2018 # 8 და # 9) სამოქალაქო საქმეებზე.
მე-8 კრებულის თემაა სამეწარმეო დავები. კერძოდ, პარტნიორის ხმის უფლებასთან, მოგების განაწილებასთან, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობასთან, პარტნიორთა საერთო კრებასთან და ხანდაზმულობასთან დაკავშირებული საკითხები.
მე-9 კრებული ეძღვნება ვალდებულებითი სამართლის ზოგად ნაწილს. მასში გაერთიანდა წინარე ხელშეკრულებასთან, ვალის არსებობის აღიარებასთან და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგებთან დაკავშირებული დავები.
იხილეთ:
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა