საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.12.2018
19 დეკემბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK Aid-ის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით, ღონისძიება ,,საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმენ საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.
როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, საჯარო მმართველობის რეფორმა და მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საჯარო სამსახურის რეფორმა არის უწყვეტი და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს საჯარო მმართველობის რფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან რეფორმის მხარდაჭერას და რეალურ ცხოვრებაში გატარებას.
პრემიერ მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ მნიშვნელოვან დახმარებას და კონტრიბუციას, რასაც დონორი ორგანიზაციები ახორციელებენ საჯარო სამსახურის რეფორმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენს ქვეყანაში. მამუკა ბახტაძემ ამ რეფორმას წინგადადგმული უწოდა იმ მიმართებითაც, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო წარმატებული თავის საგარეო პრიორიტეტებში, ,,ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ მინისტრი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში დაწესდეს პროფესიული საჯარო მოხელის დღე.
ღონისძიებაზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ღვაწლმოსილი და საჯარო დაწესებულებებში ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე საჯარო მოხელეები დააჯილდოვა, რომელთა მუშაობის პერიოდიც ათწლეულებს ითვლის. დაჯილდოებულთა შორის არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სპეციალისტი ნაირა ვაზაგაშვილი, რომელიც უზენაეს სასამართლოს 1977 წლის 17 მაისიდან ემსახურება სხვადასხვა სამსახურეობრივ პოზიციებზე და მისი სამუშაო სტაჟი 41 წელსა და 6 თვეს ითვლის.
ღვაწლმოსილი საჯარო მოხელის სტატუსით ასევე დაჯილდოვდნენ საქარველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ზინაიდა ვერულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ეთერ სვიანაიძე და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ფირუზ ფილფანი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა