საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 12.12.2018
უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ორი კრებული (2018 # 7 და # 8) ადმინისტრაციულ საქმეებზე. მე-7 ნომერი ეძღვნება განსჯადობის საკითხებს. მასში შესულია ისეთი დავები, რომლებიც ეხება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ტერიტორიულ განსჯადობას. გარდა ამისა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სარჩელის განსჯადობას.
მე-8 ნომერში საგადასახადო დავებია თავმოყრილი. ისინი დალაგებულია შემდეგი თემატიკის მიხედვით: საგადასახადო დაბეგვრა, საგადასახადო ვალდებულების შესრულება და გასაჩივრების წესი, გადასახადისაგან გათავისუფლების წესი და საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა.
იხილეთ:
2018 წლის # 7 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე
2018 წლის # 8 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა