საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 05.12.2018
30 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ჟურნალის ,,სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“-ის მესამე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა გახსნა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ გიორგი შავლიაშვილმა, რომელმაც დიდი შეფასება მისცა აღნიშნული ჟურნალის გამოცემას და მასში გამოქვეყნებულ ნაშრომებს, როგორც სისხლის სამართლის დარგისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს, განაცხადა, რომ სამართლებრივი პრაქტიკისა და მოსამართლეთა ინფორმირებულობისათვის ამ თვალსაზრისით ასეთ გამოცემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა ხაზი გაუსვა უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერის მნიშვნელობას სამეცნიერო და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისთვის. დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის იყვნენ ქართული მართლმსაჯულების, სამართლის სფეროს აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა მაია ივანიძემ, ნაშრომების ავტორებმა ,ამავე ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ირინა აქუბარდიამ, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა ირინე ხერხეულიძემ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მაკა გორგოძემ და ვერა დოლიძემ. მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი მარინა მესხი, იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მრჩეველი, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორი თამარ მახარობლიძე.
შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სისხლის სამართლის დარგის თვალსაჩინო მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ღვაწლმოსილი მოღვაწის, ემერიტუს მზია ლეკვეიშვილის ხსოვნას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა