საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 03.04.2012
2012 წლის 3 აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა