საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.11.2018
26 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით ორდღიანი სემინარი გაიხსნა თემაზე: ,,პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებათა შედგენის მეთოდი სისხლის სამართალში“, მოსამართლეთა სამაგიდო წიგნის შემდგომი შემუშავება.
პირველი ინსტანციის სასამართლოთა მოსამართლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, რომელმაც ხაზი გაუსვა სემინარის ძირითადი თემის მნიშვნელობას და მონაწილეებს თავისი სამოსამართლო პრაქტიკიდან კონკრეტული მაგალითები გააცნო.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესლმა საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის წარმომადგენელი ხათუნა დიასამიძე. სემინარის მონაწილეებს სხვადასხვა თემებზე მოხსენებები წარუდგინა ზიგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ უვე შთარკმა. კერძდ მან ისაუბრა ისეთ სასამართლო საქმეებზე, როგორიცაა: ბავშვის გატაცების საქმე (,,გეფგენის“ საქმე), თავისუფლების აღკვეთა - მძევლად აყვანა, სიცოცხლის მოსპობა - მტკიცებულებათა დასაშვებობის აკრძალვა - სამოტივაციო ნაწილი, პოლიციელი (,,დაშნერის“ საქმე) იძულება-წამება, გამამართლებელი გარემოებები - სასჯელის მიზანი - სასჯელის შეფარდება. მოხსენებების დასასრულს ექსპერტებსა და მონაწილეებს შორის განხილულ თემებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.
ხვალ 27 ნოემბერს სემინარის მონაწილეები მოისმენენ მოსამართლე უვე შთარკის მოხსენებას კანიბალები (,,მაივესის“ საქმე), სხეულის დაზიანება - მკვლელობის მოთხოვნით, გამამართლებელი გარემოებები, გადასახადების დამმალავი (,,Hoeness“-ის საქმე), გადასახადების დამალვა - ჩხრეკა და ამოღება - სასჯელის შეფარდება, ღია და ფარული საგამოძიებო მოქმედებები - წინასწარი პატიმრობა, ეჭვმიტანილი სახელწიფოს მეთაური (,,Wulff“-ის საქმე), ეჭვი - ბოროტად გამოყენება და თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადამეტება - ქრთამის მიღება/მიცემა - თანაზომიერების პრინციპი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა