საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.11.2018
დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეთა და თანამშრომელთა მონაწილეობით, გაიმართა დისკუსია თემაზე: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო იურისდიქცია: ევროპული სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოწვევები, რომელსაც უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი კონსტანტინე კორკელია.
დიასკუსიისას იმსჯელეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-16 ოქმის ამოქმედებასთან დაკავშირებული გამოწვევებზე, რაც უკავშირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას დაასაბუთონ ევროპული სასამართლოსადმი მიმართვა იმ პრინციპულ საკითხზე, რომელიც კონკრეტულ განსახილველ დავას უკავშირდება.
მონაწილეთა მზრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ვინაიდან ოქმი ახალი ამოქმედებულია და არ არსებობს პრაქტიკა მის გამოყენებასთან დაკავშირებით, კიდევ გაგრძელდეს დისკუსია და მუშაობა აღნიშნულ საკითხზე. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსულებელმა მოსამართლე მზია თოდუამ განაცხადა ,,სასამართლო პრაქტიკის განვითრება მოგვცემს შესაძლებლობას საკითხის განვითარებისა და სრულყოფისთვის.“ დიასკუსია შეაჯამა თსუ-ს პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა