საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.10.2018
დღეს 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ ქ.სეულის (სამხრეთ კორეა) უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარესთან სოლ ბომ შიკთან გამართა შეხვედრა, რომელიც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება საქართველოში.
კორეელი სტუმარი საქართველოში ეცნობა ქართული სასამართლო ინსტიტუციების სამუშაო პრაქტიკას მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით.. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ნინო ბაქაქური, ზურაბ ძლიერიშვილი და პაატა ქათამაძე აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ვასილ როინიშვილი.
მზია თოდუამ კორეელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების, მიმდინარე რეფორმებისა და მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საქართველოსა და კორეის სასამართლო პრაქტიკის მნიშვნელოვანი ასპექტები, ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლისა და ფუნქციის შესახებ, ასევე განიხილეს იუსტიციის უმაღლესი სკოლების როლი და მნიშვნელოვბა, მოსამართლეობის მსურველ კანდიდატთა შერჩევის სტანდარტები და კრიტერიუმები.
როგორც სოლ ბომ შიკმა აღნიშნა, დღეს სამხრეთ კორეის სასამართლო სისტემას 3000 მოსამართლე ემსახურება, რომელთა შორის 13 უზენაეს სასამართლოში აღასრულებს მართლმსაჯულებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასამართლოებში საქმეთა განხილვის ვადებისა და გადატვირთულობის დაძლევის საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა დაათვალიერა უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა