საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 30.03.2011
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები, შესაბამისად, ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება, 2007 წლის 9 ოქტომბრის "საგადასახადო მოთხოვნა" დღგ-ს, სოციალური გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ი/მეწარმის შემოწმება მოხდა გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძველზე. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შემოსავალში არ იყო აღებული პირადი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი და ასევე მატერიალური ფასეულობები, შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის მოტივით ჩაითვალა აღურიცხავად. მეწარმის მიერ დეკლარირებული და შემოწმებით დადგენილი დღგ-ის, სოციალური და საშემოსავლო გადასახადებს შორის სხვაობა დაექვემდებარა დარიცხვას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე არ იკვეთებოდა ი/ მეწარმის მხრიდან საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც ქმნიდა იმის საფუძველს, რომ საგადასახადო ორგანოების მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო უკანონო, არ იყო სათანადო წესით შესწავლილი და გამოკვლეული, რის გამოც ისინი ეწინააღმდეგებოდა როგორც საგადასახადო კოდექსის, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა