საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 12.10.2018
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებულები (2018 # 4 და # 5) სამოქალაქო საქმეებზე.
მე-4 კრებული ეძღვნება კანონისმიერ და დელიქტურ ვალდებულებებს. მასში გაერთიანდა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან დავები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზიარო უფლებები და უსაფუძვლო გამდიდრება. დელიქტური ვალდებულებებიდან კი, ზიანის ანაზღაურება, სოლიდარული პასუხისმგებლობა, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მე-5 კრებულში გაერთიანდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული ისეთი დავები, რომლებიც ეხება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებს, თნხის დაკისრებას, სესხს, განქორწინებას, ალიმენტსა და მამობის დადგენას.
იხილეთ:
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა