საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 04.09.2018
უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა წიგნი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ დავებზე.
ადმინისტრაციული ხელშეკრულება (2005 წლის 24 ივნისამდე _ ადმინისტრაციული გარიგება) ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივი საქმიანობის ერთ-ერთი ფორმაა. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დანერგვას.
წიგნში თემატურადაა დალაგებული ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული უზენაეს სასამართლოში 2007-2017 წლებში განხილული დავები სახელმწიფო ქონების პრივატიზების, სახელმწიფო შესყიდვების, სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების, სამხედრო სამსახურის, იჯარის საკითხებზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა