საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.03.2012
2012 წლის 20 მარტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია, დაათვალიერა სასწავლებლის ბაზაზე არსებული კრიმინალისტიკური ლაბორატორია.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისკენ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა