საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.07.2018
16 ივლისს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისოფისის წარმომადგენლები უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ და შეხვედრა გამართეს ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლებთან. UNHCR-ის ოფისი, მხარს უჭერს და თანამშრომლობს უზენაეს სასამართლოსთან, რომლის ფარგლებში ტარდება კვლევა უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ სამსახურის მიერ თავშესაფრის მაძიებლების საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიმართულებით. კვლევა ასევე მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების თაობაზე მითითებას და გაიდლაინების მიწოდებას მოსამართლებისთვის გაეროს ლტოლვილთა სამართლის მიხედვით. სამუშაო შეხვედრაზე გაეროს უმაღლესი წარმომადგენელის ოფისის სამართლებრივ მრჩევლებთან ერთად მონაწილებდნენ თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეები. განიხილეს კვლევის წარმოებისთვის ინდიკატორები და ძირითადი მიმართულებები, რასაც კვლევა უნდა დაეყრდნოს. კვლევის პროექტი წლის ბოლო იქნება მზად. შესწავლილი იქნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016-2017 წლის გადაწყვეტილებები თავშესაფრის მაძიებლების საქმეებზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა