საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 26.07.2018
17 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს არგენტინის იუსტიციის მინისტრი ხერმან განავარო ეწვია, რომელიც მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ეკატერინე გასიტაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა სტუმარს გააცნეს ქართულ მართლმსაჯულებაში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ძალისხმევით მიმდინარეობს. მინისტრმა ისაუბრა არგენტინის სასამართლო სისტემისა და მოსამართლეთა გამწესების პროცედურების შესახებ, დაინტერესდა სასამართლო სისტემაში დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებით.
შეხვედრის დასასრულს მხარებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა