საქართველოს უზენაესი სასამართლო 01-05-2025
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 17.07.2018
დღეს, 17 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები გიორგი დავითაშვილი, გოჩა ფერაძე, გიორგი ბოსტოღანაშვილი და სულხან ონიანი ეწვივნენ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამართლის დოქტორის, პროფესორ გიორგი დავითაშვილის ხელმძღვანელობით და სტუდენტთა ჩართულობით მომზადებული წიგნის ,,გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადება, კომენტარების“ პრეზენტაცია. სტუმრებს მიესალმენ უზენაესი სასამართლოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა ჩარკვიანი, მართლმსაჯულების მუზეუმის ხელმძღვანელი ლუარა ჭანტურია და უზენაესი სასამართლოს მენეჯერი ნატო ლომთათიძე, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს თსუ-ს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობას და სწრაფვას სამართლებრივი კულტურისა და უძველესი სამართლებრივი ძეგლების წარმოჩენის საქმეში და აღნიშნეს, რომ უზენაესი სასამართლოს აპარატი ყოველთვის მოხარული იქნება კარი გაუღოს და მხარი დაუჭიროს იურიდიული კვლევებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, როგორც მათი ნაშრომების პრეზენტაციის, ისე უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის გამოყენების მიმართულებით, სადაც არაერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამოცემა ინახება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა