საქართველოს უზენაესი სასამართლო 04-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.07.2018
დღეს, 19 ივლისს, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის, რუსუდან ჩარკვიანის ოპტიკის სალონის წარმომადგენლებმა, მფლობელმა ექიმმა-ოფთალმოლოგმა რუსუდან ჩარკვიანმა, ექიმმა-ოფთალმოლოგმა გოჩა მურღულიამ და გაყიდვების კონსულტანტმა მარიამ ლობჟანიძემ საქველმოქმედო აქცია გამართეს. აქციის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ კვლევა თვალის რეფრაქტომეტრიის (თვალის კომპიუტერული კვლევა), კორექციის დადგენის (მხედველობის დადგენა), თვალის ფსკერის დათვალიერების და სათვალის შერჩევის მიმართულებით. აქციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს 50-ზე მეტმა თანამშრომელმა.
მსგავსი აქციები უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის კვლავაც გაიმართება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა