საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.06.2018
15-16 ივნისს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, ქართველმა და გერმანელმა მხარდაჭერის საქმეების განმხილველმა მოსამართლეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, მოთხოვნები პრაქტიკის მიმართ (ახალი) შიდა საკანონმდებლო რეგულაციებისა და აგრეთვე გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ UN BRK (UNCRPD) გათვალისწინებით - გახლდათ შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის წარმომადგენელი, სამართლის მრჩეველი თორნიკე დარჯანია და ბერლინის სამხარეო სასამართლოს მოსამართლე მარია მამერი-ლაცელი, რომელიც უძღვებოდა სემინარების ციკლს.
სემინარის მოინაწილეებმა მოისმინეს ამომწურავი ინფორმაცია და მოხსენებები გერმანული მხარდაჭერის სამართლისა და მხარდაჭერის სამართალთან დაკავშირებული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვასთან დაკავშირებით, მოუსმინეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს, რომელმავ წარმოადგინა თავისი გამოცდილება.
მოხსენების დასასრულს, დისკუსიის რეჟიმში, გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ქმედუნარიანობა, პროცესის მონაწილეები, მოსამართლის როლი/მოვალეობები, პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება, მხარდაჭერის სფეროები.
ექსპერტი მარია მამერი-ლაცელი სემინარის მონაწილეებს ესაუბრა აგრეთვე მხარდაჭერის საქმის წარმოებაზე გახსნიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე - მხარდაჭერის საქმეების განმხილველი მოსამართლის საკვანძო როლზე გერმანულ სამართალში.
გაიმართა დისკუსია-შედარება ქართულ სასამართლო პრაქტიკასთან - საქართველოში/გერმანიაში არსებული აქტუალური პრობლემების განხილვა. სემინარის მეორე დღე მიეძღვნა შემდეგ თემებს: მოზრდილების დაცვა და მხარდაჭერა ადამიანის უფლებების (შეზღუდული შესაძლებლობების) პერსპექტივიდან გამომდინარე - გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ. კონვენციის გავლენა მხარდაჭერის საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკაზხე. სემინარის დასასრულს სამუშაო ჯგუფებს შორის გაიმართა გამოცდილების გაცვლა: ,,საუკეთესო პრაქტიკა“ - და ,,ყველაზე დიდი პროპბლემები“, ,,საუკეთესო პრაქტიკა“ გერმანიაში: სასამართლო მოსმენა, ზედამხედველობა, ,,შერეული განყოფილებები“. სემინარის დასასრულს ექსპერტმა მონაწილეებთან ერთად შეაჯამა განხილული თემები და შეხვედრის შედეგები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა