საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 07.06.2018
დღეს, 7 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ ყაზახეთის იუსტიციის სამინსტროს, ადვოკატთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან თბილისში.
ვიზიტი ხორციელდება ,,ცენტრალური ყაზახეთის ევრაზიის ფონდის (EFCA)-ს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მოწყვლადი პირებისათვის იურიდიული დახმარების რეფორმა ყაზახეთში“ ფარგლებში. დელეგაციის თბილისში ვიზიტის მიზანია გამოცდილების გაზიარება და საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის შესწავლა.
ყაზახ სტუმრებს შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე პაატა სილაგაძე.
სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შედეგებით და იმ ცვლილებებით, რაც ხორციელდება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში.
ყაზახმა უფლებადამცველებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ,,მართლმსაჯულების მუზეუმი“.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა