საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.05.2018
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ორი ახალი კრებული სამოქალაქო (2018 # 1) და ადმინისტრაციულ (2018 # 1-3) საქმეებზე.
სამოქალაქო საქმეებზე გამოცემული კრებული ეძღვნება მემკვიდრეობითი სამართლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამკვიდროს მიღება, მიღებაზე უარის თქმა, უღირსი მემკვიდრე, სახელმწიფოს უარის დაუშვებლობა სამკვიდროს მიღებაზე, კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ და სხვა.
სისხლის სამართლის საქმეებზე კრებული აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ზოგადი ნაწილიდან _ სასჯელის მიზნები და სახეები, სასჯელის დანიშვნა, პირობითი მსჯავრი, შეწყალება და ნასამართლობა, კერძო ნაწილიდან _ დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, აგრეთვე სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.
იხილეთ:
2018 წლის # 1 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე
2018 წლის # 1-3 გადაწყვეტილებათა კრებული სისხლის სამართლის საქმეებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა