საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.05.2018
დღეს 22 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სასამართლო სისტემის დელეგაცია ეწვია, რომლებიც ქართული მართლმსაჯულების სისტემის გაცნობითი და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან საქართველოში. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უკრაინის უზენაესი სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელი ნატალია ბოგდანიუკი, უკრაინის იურისტთა ეროვნული სკოლის მოსამართლე ტატიანა დუჟა, მოსამართლეები, ადვოკატები და იურისტები სხვადასხვა სამართლებრივი დაწესებულებებიდან.
უკრაინის დელეგაციის წევრებს ესაუბრა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს საქართველოში სასამართლო სისტემის სტრუქტურის, ფუნქციონირებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
სტუმრები დაინტერესდნენ სასამართლოებში განსახილველ საქმეთა რაოდენობრივი მაჩვენებლებით და ვადების დაცვის საკითხებით, აგრეთვე საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ფუნქციონირებითა და შედეგებით.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორული შენობა და ,,მართლმსაჯულების მუზეუმი“.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა