საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 14.05.2018
უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სამშენებლო დავებთან დაკავშირებით.
წიგნში გაერთიანდა უზენაესი სასამართლოს 2012-2017 წლების პრაქტიკა, რომელიც შეეხება: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გავრცელებას სამშენებლო ურთიერთობებზე, მშენებლობის ნებართვებთან, უკანონო მშენებლობებთან, სამშენებლო სამართალდარღვევებთან და მათ გამოსწორებასთან, განაშენიანების რეგულირების თავისებურებებთან, უკანონო მშენებლობებთან, რეკონსტრუქციასთან, დემონტაჟთან და სხვა ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს.
წიგნს დართული აქვს სტატისტიკური მონაცემები საკასაციო სასამართლოს მიერ 2012-2017 წლებში სამშენებლო ურთიერთობებიდან გამომდინარე საჩივრების ოდენობისა და შედეგების შესახებ.
იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სამშენებლო დავებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა