საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 08.05.2018
დღეს, 8 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.
შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი, ცენტრის წარმომადგენლები მორის ბარამია, თინათინ ზედგინიძე, ნატო ჯალაღონია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი მოსამართლე ეკა არეშიძე და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლე რენატე ვინტერი, მისი მოადგილე მაია ჩოჩუა და პროექტის წარმომადგენელი ნინი გოგიბერიძე, იმსჯელეს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებში მედიაციის ინიცირების საკანონმდებლო საფუძვლებზე და ორგანიზაციულ საკითხებზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებში მედიაციის პროცედურების მარეგულირებელ აქტებზე, მედიაციის პროცედურებზე და ტრენინგების მომზადების საკითხებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემეტაციის მიზნით უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა