საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.04.2018
2018 წლის 24 აპრილს ქალაქ ბრუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის დელეგაციიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა დირკ შვებელი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს დელეგაციას - ნუგზარ დუნდუა, იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსი.
სამუშაო შეხვედრაზე მიმოიხილეს 2017 წელს საქართველოს მთავრობისა და სასამართლო ხელისუფლების მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და ღონისძიებები.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შეხვედრაზე წარმოადგენდა კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხელმძღვანელი ანა შალამბერიძე, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება. ანა შალამბერიძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებულ წინადადებებზე მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალებულების მიმართულებით, ასევე შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საერთო სასამართლოების სისტემაში უზენაესი სასამართლოს საინფორმაციო ტექნოგიების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა