საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.04.2018
მიმდინარე წლის 14 აპრილს უზენაესი სასამრთლოს პლენუმის დარბაზში გაიმართა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის ფარგლებში.
სხდომაზე განხილულ იქნა იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
სხდომას ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ბატონი მერაბ ტურავა, ასევე აკადემიური წრის წარმომდგენელი სამართლის პროფესორები. სხდომას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე.
შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიის რეჟიმში, მონაწილეებმა მუხლობრივად განიხილეს კანონპროექტით დაგეგმილი სისხლის სამართლის კოდექსის როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილის ცვლილებები და წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები.
გამოთქმული მოსაზრებები, ასევე წერილობით წარმოდგენილი შენიშვნები შეჯამებული სახით წარედგინება სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს, კანონპროექტის შემდგომი დახვეწის პროცესში გათვალისწინების მიზნით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა