საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 30.03.2018
მიმდინარე წლის 10 აპრილიდან, ჰოლანდიური საერთაშორისო ფონდის ,,მატრას“ სამართლებრივი პროგრამის Matra Rule of Law ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგში, სახელწოდებით ,,ადამიანის უფლებები და უმცირესობები“, რომელსაც ახორციელებს ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი,ლეიდენის უნივერსიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობის ჰააგის აკადემია, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი კონსულტანტი ეკო მამალაძე, რომელმაც 10 ქვეყნიდან შერჩეულ ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე 36 საჯარო მოხელეს შორის გაიმარჯვა. პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე მოხელეებისათვის ადამიანის უფლებების მიმართულებით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა