საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 30.03.2018
დღეს 30 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება საქმეთა გადასინჯვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე“ გაიმართა, რომლის მონაწილეებს მიესალმენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.
შეხვედრის მონაწილეებმა, რომელსაც შეხვედრის პირველი და მეორე სესიის ფარგლებში მოდერაციას უწევდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მოისმინეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეოარტამენტის წარმომადგენლის მამუკა ლონგურაშვილის მოხსენებები და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა : ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი - სახელმწიფოსა და მხარეთა მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრული, ეფექტური და დროული აღსრულება, სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში, მინისტრთა კომიტეტის წესები გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობის თაობაზე და მორიგების პირობები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ მონაცემების ეფექტიანი შეგროვება სასამართლოს ანალიტიკური სამსახურების მიერ, საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმოხილვა, ქართულ საქმეთა აღსრულების მდგომარეობა, Restitutio in integrum და საქმეთა გადასინჯვა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრაქტიკა, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო საქმეთა გადასინჯვა საქართველოს კანონმდებლობაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეები, ანალიტიკური განყოფილების წარმომადგენლები, ვისი ძალისხმევითაც მომზადდა და გამოიცა ნაშრომი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება“ . შეხვედრის შედეგები შეაჯამეს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინომ გვენეტაძემ და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მამუკა ლუნგურაშვილმა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა