საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.03.2011
2011 წლის 28 მარტს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიხსნა კონფერენცია თემაზე "მართლმსაჯულების ხარისხი და მისი თანამედროვე გამოწვევები".
კონფერენცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის ფარგლებში იმართება.
მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის, სახალხო დამცველის ოფისის, ასევე მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანია საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოხსენებებს გააკეთებენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები.
კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა