საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.02.2018
დღეს, 15 თებერვალს, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში ევროკავშირის სასამართლო მხარაჭერის პროექტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების სამართლებრივი მხარდაჭერის პერსონალისთვის, ანალიტიკური რგოლებისა და მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის ევროკავშირის ექსპერტმა ჯერემი მაკბრაიდმა ტრენინგი გამართა, რომელიც მიეძღვნა ევროპული სტანდარტების დანერგვას აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ტრენინგზე წარმოადგინეს კვლევის მოკლე მიმოხილვა და საერთო სასამართლოების პრაქტიკა აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე ბრალდებულის თავდაპირველ დაკავებასთან დაკავშირებით. ექსპერტმა ისაუბრა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე, აგრეთვე სასამართლო კონტროლის შესახებ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა ევროპულ პრაქტიკაზე. გაიმართა დისკუსია ტრენინგის მონაწილეთა შორის და მუშაობა ჯგუფებში აღკვეთის ღობისძიების შერჩევასა და დასაბუთებაზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა