საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 23.01.2018
23 იანვარს,სასტუმრო ,,Rooms Tbilisi“-ში, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი რგოლის განყოფილებების წარმომადგენლებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ მაია ჩოჩუამ. ევროკავშირის პროექტის ექსპერტებმა ირმა ოქროპირიძემ და თამარ თომაშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პროცესის რუკის რაობის, პროცესის აღწერის მიზნების, აგრეთვე კვლევის წერის გზამკვლევის შესახებ.
ექსპერტებისა და შეხვედრის მონაწილეების ჩართულობით გაიმართა მსჯელობა პრაქტიკის შესწავლის, განზოგადების, კვლევისა და ანალიტიკის მონაწილე რგოლების სამუშაო პროცესის შესახებ, წარიმართა მუშაობა სამუშაო ჯუფების ჩართულობით. შეხვედრის მონაწილეებმა გამართეს პროცესის/კვლევის მომზადების 3 ეტაპის პრეზენტაცია.
შეხვედრის დასკვნითი ეტაპი შეეხო საკითხის - როგორ უზრუნველვყოთ ნაშრომის შიდა და გარე კომუნიკაცია - განხილვას სამუშაო ჯგუფებში. დასასრულს შეხვედრის მონაწილეებმა გამართეს სამუშაო ჯგუფებში მიღებული შედეგების პრეზენტაცია.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა