საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.01.2018
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა ორი ახალი კრებული (2017 # 10) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
სამოქალაქო საქმეებზე გამოცემულ კრებულში თავმოყრილია შრომით სამართალთან დაკავშირებული დავები, რომლებიც ეხება შვებულებასა და შრომის ანაზღაურებას, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას (სამუშაოზე აღ$დგენა, კომპენსაცია, პირგასამტეხლო და სხვ.).
ადმინისტრაციულ საქმეებზე კრებულის თემაა ადმინისტრაციულ პროცესთან დაკავშირებული დავები. ესენია: აღსრულების, სარჩელის უზრუნველყოფის, უფლებამონაცვლეობისა და საქმის წარმოების განახლების საკითხები.
2017 წლის # 10 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე
2017 წლის # 10 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა