საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 17.01.2018
დღეს, 17 იანვარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ფიცი საზეიმოდ დადო 15-მა მოსამართლემ, რომლებიც ხვალიდან 18 იანვრიდან საქართველოს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში შეუდგებიან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას:
ივერი აბაშიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, იოსებ აბრამიძე - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მიუნიციპალიტეტში, დარინა აბულაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, თათია გოგოლაური - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, თინა ვაშაყმაძე -თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ნინო თარაშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლო, იზა კელენჯერიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია, მაია კვირიკაშვილი + თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია, გოგა კუპრეიშვილი - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, სოფიო ლეჟავა - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ლელა მილდერბერგერი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ირმა ტოგონიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ნათია ტოგონიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ნინო ჩახნაშვილი - თელავის რაიონული სასამართლო, ხათუნა ჯინორია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
საზეიმო ფიცის დადების ცერემონიალს უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზეიმო ცერემონიალის მონაწილეებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა