საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 29.11.2017
28 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გიორგი ბრწყინვალეს დარბაზში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებისა და თანაშემწეების მონაწილეობით.
განიხილეს მტკიცებულებებთან დაკავშირებული პრობლემები სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის კუთხით. დოკუმენტი მომზადებულია იურიდიული ფირმების ასოციაციის პროექტის ,,სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLOG) მიერ. დოკუმენტზე მუშაობდნენ სიფა-ს ექსპერტი დავით კვაჭანტირაძე და მოწვეული ექსპერტი ქეთევან ჩომახაშვილი, რომლებმაც შეხვედრაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია. სიფას-ს პროექტის მიზანია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება მტკიცებულებათა მოპოვების, წარდგენისა და გამოკვლევის პროცესში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა