საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 27.01.2012
2012 წლის 27 იანვარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ახალი საგნის, სასამართლო პროცესზე კომუნიკაციის ზოგადი პრინციპების შესახებ ტრენინგს დაესწრო.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებს ამ კურსის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.კონსტანტინე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს სასამართლო ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულება სწორედ დარბაზთან ეფექტური კომუნიკაცია და სასამართლოს გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა.
2012 წელს, როგორც მოქმედ მოსამართლეებს, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დარბაზთან კომუნიკაციის ახალი კურსი წაეკითხებათ.
აღნიშნული სასწავლო კურსი 2011 წლის ზაფხულში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შემუშავდა და იგი მოიცავს მოსამართლის დარბაზთან კომუნიკაციის წესებს.
კურსის მიზანია, მომავალ მოსამართლეებს განუვითარდეთ ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომელიც მათ დაეხმარება უფრო მაღალ დონეზე, კომუნიკაციის თანამედროვე სტანდარტების დაცვით წარმართონ პროცესი.
სასწავლო კურსის შექმნაში მოსამართლეებთან ერთად მონაწილეობდნენ ფსიქოლოგი და კომუნიკაციის ექსპერტი.
სასამართლო ხელისუფლება თვლის, რომ ამ კურსის შემოტანით კიდევ უფრო მეტად ამაღლდება მოსამართლეების დარბაზთან ურთიერთობის უნარები, რაც საბოლოოდ, გაზრდის მხარეებისა და დარბაზში მყოფი პირების ჩართულობას პროცესში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა