საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.11.2017
უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებული (2017 # 7) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
სამოქალაქო საქმეებზე გამოცემული კრებულის თემაა ისეთი საპროცესო საკითხები, როგორიცაა პროცესის ხარჯები, მესამე პირები, მტკიცებულებათა შეგროვება-შეფასება, სარჩელის უზრუნველყოფა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების განმარტება, აღსრულება, სარჩელის დასაშვებობა და სხვა.
ადმინისტრაციულ საქმეებზე კრებულის თემაა საპროცესო ხარჯები, სარჩელის უზრუნველყოფა, საქმის წარმოების შეჩერება, სამატებითი გადაწყვეტილება და სხვა საკითხები.
იხილეთ:
2017 წლის # 7 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე
2017 წლის # 7 გადაწყვეტილებათა კრებული ადმინისტრაციულ საქმეებზე
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა