საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 08.11.2017
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის ფარგლებში მომზადდა კვლევა თემაზე „დისკრიმინაციის აკრძალვის საერთაშორისო სტანდარდების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“. აღნიშნული კვლევა პირველად აანალიზებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეთა გამოყენების პრაქტიკას. კვლევაში განხილული საქმეები მოიცავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2014 წლის მაისიდან 2016 წლის პერიოდს.
კვლევა განკუთვნილია არა მხოლოდ მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე პირებისთვის, არამედ იურიდიული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებელბისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო პროფილის იურისტებისთვის.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა