საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.10.2017
19 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებს უმასპინძლეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს და პირადად შეხვდენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს ზურაბ ძლიერიშვილს, რომელმაც ბავშვებისთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა.
საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ექსკურსიები უზენაეს სასამართლოში რეგულარულად გაიმართება როგორც სკოლების, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის და სამართლებრივი სფეროთი დაინერესებული პირებისათვის.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა