საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.10.2017
19 ოქტომბერსსაქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა თემაზე: ,,სასჯელის დასაბუთების პრაქტიკა არასრულწლოვანთა საქმეებზე“.
შეხვედრა ევროკავშირის ,,სასამართლოს მხარდაჭერისა“და ,,პენიტენციური და პრობაციის სისტემების“ პროექტების მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. შეხვედრის მიზანი გახლდათ პროფესიული დისკუსიის წარმართვა მოსამართლეებსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალურ მუშაკებს შორის სასჯელის დანიშვნისას ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისა და სასჯელის დასაბუთების არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, ასევე ამ საკიტხებზე ევროპული სტანდარტების გაცნობა.
ევროკავშირის პროექტების ხელმძღვანელებმა მოსამართლე რენატე ვინტერმა და ბატონმა რანდელ ბაროუზიმ წარმოადგინეს მოხსენებები სასჯელისწინა ანგარიშების მომზადებისა და სასჯელის დასაბუთების ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე.
ადგილობრივმა პრაქტიკოსებმა წარმოადგინეს ამ მიმართულებით ქართული გამოცდილება და იმსჯელეს პრაქტიკის გაუმჯობესების კონკრეტულ ნაბიჯებზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა