საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 10.10.2017
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 45 გადაწყვეტილებებიდან ამონარიდები და შესაბამისი სამართლებრივი შეჯამება მომზადდა ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს შორის ერთობლივი პროექტის - „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ - ფარგლებში. გადაწყვეტილებების მომზადებაში, რედაქტირებასა და კორექტირებაში მონაწილეობდა საქართველოს უზენასი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების ადამიანის უფლებათა და კვლევებისა და ანალიზის ცენტრები.
მოცემული გადაწყვეტილებები შეირჩა 2016 წელს, ამავე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული მოსამართლეთა საჭიროებების თაობაზე რაოდენობრივი კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული, ყველაზე მოთხოვნადი თემების საფუძველზე.
ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს შორის ერთობლივი პროექტის - „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მიზანია, ადამიანისუფლებათა დაცვისგაძლიერება საქართველოშისისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანითადა იურისტებისშესაძლებლობების გაძლიერებითამ სისტემისეროვნულ დონეზესათანადოდ გამოსაყენებლად. პროექტი დაფინანსებულია ევროპისსაბჭოსადაევროკავშირისერთბოლივი პროგრამის -პარტნიორობაკარგიმმართველობისთვის ფარგლებში.
აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები არ გამოხატავს არცერთი მხარის ოფიციალურ პოზიციას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა