საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 04.10.2017
4 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს სტრუქტურული რეფორმის საკითხებზე შეხვედრა გამართეს ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტის და ,,სინერგი ჯგუფის“ წარმომადგნელბმა.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა დონორი ორგანიზაციისა და სტრუქტურული რეფორმის განმხორციელებელი ჯგუფის წამრმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და მაღალ დონეზე შესრულებული სამუშაოსთვის. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ე.წ. მმართველობის ,,წლიური მოდელის“ (რომელიც ითვალისწინებს მმართველობის ჰორიზონტალურ სტილს და მაქსიმალურად იძლევა, თითოეული თანამშრომლის სამუშაო პროცესში ჩართვისა და მისი შესაძლებლობების სრული გამოყენების შესაძლებლობებს) დანერგვითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით გახდა შესაძლებელი სრულყოფილი და გამართული სტრუქტურის ჩამოყალიბება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა, სინერჯი ჯგუფის წარმომადგენლები მაია მარჯანიძე და პაპუნა ტოლიაშვილი, რომელმაც წარმოადგინა აღნიშნული სამუშაოს პრეზენტაცია ,,უზენაესი სასამართლოს სტრუქტურული რეფორმის მოდელზე მუშაობის პროცესი და ე.წ. ,,წლიური მოდელის“ პრინციპები. უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული სტრუქტურის მოდელი შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელმა ნატა ლომთათიძემ და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილემ კომუნიკაციისა და კოორდინაციის ხელმძღვანელმა ანა შალამბერიძემ.
უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ახალი მოდელის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა დისკუსია.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა