საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 03.10.2017
მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საერთო სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენელთა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური სამსახურის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრები საერთო სასამართლოების ანალიტიკური სამსახურების წარმომადგენლებთან იმართება რეგულარულად, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის თანამონაწილეობით.
შეხვედრაზე განხილული იქნა ანალიტიკური სამსახურების ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების საქმიანობის შესახებ და ინტრანეტის მეშვეობით საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის ინფორმაციის ოპერატიულად და ეფექტურად მიწოდების შესახებ. დაიგეგმა ინტრანეტის სატესტო რეჟიმში გაშვება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა