საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.09.2017
28-29 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო ,,თბილისი-მარიოტში“ იურიდიული დახმარების საკითხებზე რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, ეგიდით ,,დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების გამოწვევები და მნიშვნელობა.“ კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის(EU), გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) პროექტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLOG), ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიუციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა, იურიდიული დახმარების სამსახურის მნიშვნელობას და ხაზი გაუსვა იმ ურთიერთობას, რაც არსებობს წლების განმავლობაში სასამართლოსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის, ისაუბრა იმ სასიკეთო ცვლილებებზე, რაც განხორციელდა ამ სამსახურის საქმიანობაში.
კონფერენციის განმავლობაში იურიდიული სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა და მონაწილე ქვეყნების დელეგატებმა დიდი ბრიტანეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, სიერა ლეონედან, მოლდოვადან და საქართველოდან, განიხილეს უფასო იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, იურიდიული დახმარების ეფექტიანი ადმინისტრირების, იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების, საპროცესო შეთანხმებისას იურიდიული დახმარების საკითხები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა