საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.09.2017
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2017 წლის 21 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე ,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ’’. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საკმაოდ რეზონანსულ საქმეს, სადაც განმცხადებელი, გვანცა ყუფარაძე, სხვა საკითხებს შორის, ასაჩივრებდა სამართლიანი სამართალწარმოებისა და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევას. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის 6.1 და 6.3. (,,დ’’) მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო და შესაბამისად არ აფასებს რამდენად სწორად მოხდა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებების შეფასება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ცალსახად აშკარაა, რომ არასწორმა შეფასებამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები დაარღვია. სასამართლომ წინამდებარე საქმე არ მიაკუთვნა უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებს, როცა მტკიცებულებათა არასაკმარისობა ცალსახაა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება- უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის, კერძოდ, მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების, პროპორციული იყო.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა