საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 12.09.2017
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა და ანალიზი გაუკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ 5 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების პრეს-რელიზს საქმეზე ,,ბარბულესკუ რუმინეთის წინააღმდეგ’’. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიდმა პალატამ შეცვალა პალატის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ მომჩივანს, რომელიც დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა კომპანიის რესურსების (ინტერნეტის, კერძოდ, “Yahoo Messanger’’) პირადი გამოყენების საფუძველზე, რაც გამოვლინდა მისი პირადი კომუნიკაციის მონიტორინგის შედეგად, დაერღვა პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლება. ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ წინამდებარე საქმეზე შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი დაადგინა და დასაქმებულის მიმოწერის მონიტორინგის განხორციელებისთვის კონკრეტული კრიტერიუმები განსაზღვრა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა