საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 04.09.2017
მიმდინარე წლის 3-4 სექტემბერს, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ბორჯომში "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის სიახლეებთან დაკავშირებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა.
დღის წესრიგით გათვალისიწინებული იყო შემდეგი თემებისა და მოხსენებების წარდგენა: საჯარო მმართველობა, ბიუროკრატია, საჯარო მოხელე, რეფორმის არსი, კანონის ზოგადი ანალიზი, საჯარო სამსახურის ძირითადი ცნებები, საჯარო სამსახურის პრინციპები, მოხელეთა რანგირება და კლასები.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას სამსახურში მიღებასთან და კარიერის მართვასთან დაკავშირებით, ასევე მოისმინეს მოხსენებები რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, შერწყმის, უფლებების, მოვალეობებისა და გარანტიების შესახებ. მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, გათავისუფლებასთან და უფლების დაცვასთან დაკავშირებულმა თემებმა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელმა ნატო ლომთათიძემ, რომელმაც ანგარიში წარუდგინა უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმღვანელებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სიახლეებთან დაკავშირებით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა