საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 31.08.2017
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმები დიდ ინტერესს იწვევს უცხოეთში, რის შესახებაც ხშირად საუბრობენ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ფორუმებზე. მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში,მაქს-პლანკის მსოფლიო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც განხილული იქნა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ამ მიმართულებით. ასევე წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ქვეყნების (უკრაინა, სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი და სხვა) მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგები.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსი, სამართლის დოქტორი, პროფესორი მარინა კვაჭაძე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა