საქართველოს უზენაესი სასამართლო 05-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.07.2017
მიმდინარე წლის 26-28 ივლისს, ყაზბეგში, სასტუმრო ,,Rooms Hotel“-ში, სასამართლო ქეისების შესრულებაში გამარჯვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართველობის ინსტიტუტის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, გაიმართა ტრენინგი ადამიანის უფლებათა საფუძვლებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციის შესახებ.
მოსამართლეთა თანაშემწეებმა ექსპერტებთან ერთად განიხილეს და იმსჯელეს დღის წესრიგებით გათვალისწინებულ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი უახლესი გადაწყვეტილებების მიმოხილვა, ევროპული კონვენცია და სახელმწიფოზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებით განხილვაზე დასაშვებობის კრიტერიუმები და კაზუსის განხილვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და შესაბამისი გარანტიები.
როგორც ტრენინგის მონაწილეებმა განაცხადეს, მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გამართულ ასეთი ტიპის სემინარებსა და ტრენინგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანაშემწეთა პროფესიული მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, განსაკუთრებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და პრაქტიკის შესწავლის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს და აახლოვებს მათ ქართული და ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში მიღებულ გამოცდილებასთან.
მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის მორიგი ტრენინგი დაგეგმილია მიმდინარე წლის 31ივლისს, რომელიც ლოპოტას ტბაზე სამი დღის განმავლობაში გაიმართება. დღის წესრიგებით გათვალისწინებულია ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა: ,,ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესული ყველაზე ცნობილი საჩივრები და სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები, მე-5 მუხლი - პროცედურული გარანტიები, გამოხატვის თავისუფლება, კაზუსი და ჯგუფური მუშაობა, პრაქტიკული სამუშაოს შეჯამება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა